მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: ჩვენს ანგარიშს გადავცემთ ჟურნალისტებს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ნახონ არჩევნების დღეს ვინ შეეცდება, დაძაბოს სიტუაცია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კუჭავა - Pia.ge

„ყველა არჩევნებზე ჩვენ გვყავს დამკვირვებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. პანდემიამ შექმნა ძალიან განსხვავებული რეალობა, რომელიც ადრე არასდროს ყოფილა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის. ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები და მათ მოუწიათ ადაპტირება იმ რეალობასთან, რასაც გლობალური პანდემია ჰქვია, “ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, პარლამენტმა დაიწყო წინასაარჩევნო მზადება, მიღებული იქნა რამდენიმე რეგულაცია და ინტრუქცია, რომელმაც მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

„ჩვენ მივხვდით, რომ პანდემიის გამო ვერ იქნებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების ის რაოდენობა, რამდენსაც ვისურვებდით. თუმცა იქნება საკმარისი რაოდენობა, როგორც ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ჩვენ დავინტერესდით, რომელი ადგილობრივი ორგანიზაციები შეავსებენ ამ დანაკლისს. დარეგისტრირებული ორგანიზაციების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო ამ ინფორმაციის პოვნა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ანგარიშშია მითითებული, არის სრულიად საჯარო და ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ნახოს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ვერ დამალავს იმ ფაქტს, რომ ეს მათთან აფილირებული ორგანიზაციებია და ეს აღიარეს კიდეც. ჩვენ ეს ინფორმაცია გვსურს გადავცეთ ყველა ჟურნალისტს, საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ნახონ არჩევნების დღეს ვინ იქნება აქტივი და ვინ შეეცდება დაძაბოს სიტუაცია, “ - განაცხადა კახა კუჭავამ.