მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კეროლ ბიურო-ბონარდი: დილიდან 6 საარჩევნო უბანზე ვიყავი, ჩვენ არანაირი ინციდენტის მომსწრე არ ვყოფილვართ

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი კეროლ ბიურო-ბონარდი - Pia.ge

„დილიდან 6 საარჩევნო უბანზე ვიყავი და არაფერი ისეთი არ გვინახავს, რასაც ევროპის საარჩევნო უბნებზე არ ვნახავდით, რაც გამამხნევებელია“,- ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა კეროლ ბიურო-ბონარდმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ ადგილას სოციალური დისტანციის დაცვა უკეთესად შეიძლებოდა, სხვა არაფერი პრობლემა არ უნახავთ.

„დილიდან 6 საარჩევნო უბანზე ვიყავი და არაფერი ისეთი არ გვინახავს, რასაც ევროპის საარჩევნო უბნებზე არ ვნახავდით, რაც გამამხნევებელია. რაც შეეხება ინციდენტებს, ჩვენ არანაირი ინციდენტის მომსწრე არ ვყოფილვართ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ ადგილას სოციალური დისტანციის დაცვა უკეთესად შეიძლებოდა, განსაკუთრებით უბანთან არსებულ რიგებში, სხვა არაფერი პრობლემა არ გვინახავს“ ,- განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა.

🔴 დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს.

🔴 დღეს, ასევე, იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.