მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს და შენებას

ვიცე-პრემირმა თანამოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა

„ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებას და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემირმა თანამოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცედურების უსაფრთხოდ წარმართვისთვის ეპიდემიოლოგებმა და ცესკომ აქტიურად იმუშავეს.

„ძალიან მიხარია,რომ რიგებს ვხედავ საარჩევნო უბნებთან ,ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი აქტიურობით აძლევენ ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. არ დაიზაროთ, მოდით არჩევნებზე, მიეცით ხმა, ამას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი”,- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.