მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

„თქვენ ნახეთ მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული დაპირებები, კონკრეტული პროგრამა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა. ჩვენ ვეცადეთ, რომ ორი საათის განმავლობაში ძალიან მოკლედ გვეთქვა, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალ. ჩვენი ოპონენტები სულ რამდენიმე წინადადებაში ატევენ ხოლმე გასაკეთებელ საქმეს და დაპირებებს, იმას კი, თუ რამდენად რეალურია ეს მონაცემები, თქვენც ძალიან კარგად ხედავთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც, თუ ერთ წინადადებაში ჩავატევთ, შეიძლება ვთვქათ, რომ არის საზოგადოების, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ განცხადების და დაპირების სითამამის საფუძველს გვაძლევს ის დინამიკა, რაც განვითარების თვალსაზრისით აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე, ის ინერცია და სტარტი, რომელიც ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, თითქმის 8 წელია ავიღეთ. 4 წლის განმავლობაში კი უკვე ამ თამამ განაცხადსაც შევასრულებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.