არჩევნები 2020

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია - ლოგო
17:18 29.09
დაკოპირებულია

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ყველამ მედია სივრცეში გავრცელებული კადრებით ვიხილეთ.

სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, სრული შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი.

ამასთანავე, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარდეს დროული მოკვლევა აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

დამატებით, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება, ვინაიდან ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონის ნომრებზე) დაკავშირება. მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში, მათი გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აქტი, პირველი სხდომების მოწვევისთანავე, საჯაროდ გამოქვეყნებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას“, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„დავით გარეჯის საქმეს ორი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს - გამოძიება, რომელმაც ყველა კითხვას პასუხი უნდა...
37 წუთის წინ
„ყველა რეიტინგით, მათ შორის, სააკაშვილი-გვარამიას გაყალბებულით, „ქართული ოცნება“, ჩვენი საზოგადოების...
18:11
ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრ...
18:11
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მე-2 ბიულეტენის თან...
17:55
საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია: დავით გარეჯთან მიმართებაში საქ...
„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, რო...
მაია ცქიტიშვილი: ეს საკითხები ხშირად პოლ...
„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ დამატებით 20 მილიარდი ლარის ჩადებას ქვ...
სოსო ფხაკაძე: პრემიერმა ახსენა, რომ 200...
ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, უმუშევრად დარჩენილ...
სომხური მხარე: მოწინააღმდეგემ უკან დაიხი...
მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში, ჰუდაფერინის წყალსაცავთან მოწინააღმდეგემ უკან დ...