მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ ყაველაშვილი 50% - შალვა ნათელაშვილი 25% - Survation-ის კვლევა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში

Survation-ის კვლევა ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

  • თითქმის დარწმუნებულია ამ ოლქში გამოკითხულთა - 70%
  • ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 12%
  • 50-50- 13% და არ მიდის არჩევნებზე
  • ანუ არ მიიღებს მონაწილეობას - 5%

ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნება" - 50%
  • შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტული პარტია" - 25%
  • ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსი" - 13%
  • ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი „ლელო"- 5%
  • ირაკლი გუჯაბიძე „დამოუკიდებელი კანდიდატი" - 5%
  • გია ყრუაშვილი „თავისუფალი საქართველო" - 1%
  • სხვა კანდიდატი - 1%

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? პარტიული რეიტინგი ნაძალადევის ოლქში კი ასეთია:

  • „ქართული ოცნება" - 52%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14%
  • პატრიოტთა ალიანსი" - 9%
  • „ლელო" - 6%
  • „ლეიბორისტული პარტია" - 6%
  • „გირჩი" - 5%
  • „ევროპული საქართველო" - 5%
  • „გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" -2%
  • „ერთიანი საქართველო" - 1%

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.