მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: მზად ვარ ვიყო პრემიერ-მინისტრი

ნათელაშვილი ხელისუფლებაში ყოფნას ორი ვადით აპირებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ის მზად არის დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამის შესახებ მან პარტიის წარდგენაზე განაცხადა, სადაც პარტიის სია და რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

„მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუკი იქნება ხალხის მხარდაჭერა და ღმერთის ნება. ამის შემდეგ კი ჩვენ გავიღვიძებთ საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაშ მცხოვრები ადამიანი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამ დროისთვის სხვადასხვა პარტიების მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებია:

  • „ქართული ოცნება“ - გიორგი გახარია
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე
  • „ძალა ერთობაშია“ - მიხეილ სააკაშვილი

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.