მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო ყველა საარჩევნო ოლქის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ხმის მიცემა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა საარჩევნო უბნის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. შედეგების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემები ამ დროისთვის ასეთია:

თბილისი:

✔️ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი №2 - შალვა შავგულიძე 1727 ხმა (8.43%) და №41 - ბექა ოდიშარია 18769 ხმა (91.57%).

✔️ ვაკე №2 - ელენე ხოშტარია 1378 ხმა (6.28%) №41 - ნოდარ ტურძელაძე 20549 ხმა (93.72%).

✔️ საბურთალო №24 - ალექსანდრე ელისაშვილი 2770 ხმა (10.08%), №41 - დავით სერგეენკო 24697 ხმა (89.92%).

✔️ ისანი №5 - ხატია დეკანოიძე 1879 ხმა (7.85%), №41 - კახა კახიშვილი 22055 ხმა (92.15%).

✔️ სამგორი №5 - ლევან ხაბეიშვილი 3573 ხმა (11.32%), №41 - სოზარ სუბარი 27993 ხმა (88.68%).

✔️ დიდუბე, ჩუღურეთი №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 3188 ხმა (10.05%), №41 - გიორგი ვოლსკი 28522 ხმა (89.95%).

✔️ ნაძალადევი №10 - შალვა ნათელაშვილი 2223 ხმა (8.6%), №41 - მიხეილ ყაველაშვილი 23629 ხმა (91.4%).

✔️ გლდანი №5 - ნიკანორ მელია 3032 ხმა (10.64%), №41 - ლევან კობიაშვილი 28474 ხმა (89.36%).

რეგიონები:

✔️ თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი №5 - გიორგი ბოტკოველი 5608 ხმა (11.17%), №41 - ირაკლი ქადაგიშვილი 44616 ხმა (88.83%).

✔️ მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი №5 - ცეზარი ჩოჩელი 2076 ხმა (7.77%), №41 - შალვა კერესელიძე 25728 ხმა (92,53%)

✔️ რუსთავი, გარდაბანი №5 - დავით კირკიტაძე 4012 ხმა (10.31%), №41 - ნინო ლაცაბიძე 35297 ხმა (89.79%).

✔️ ხაშური, ქარელი №5 - ნატო ჩხეიძე 2763 ხმა (8.28%), №41 - ზაალ დუგლაძე 30602 ხმა (91.72%).

✔️ ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი №5 - კახა გეწაძე 3488 ხმა (8.06%), №41 - ბეჟან წაქაძე 39810 ხმა (91.94%).

✔️ ქუთაისი №5 - გრიგოლ ვაშაძე 2626 ხმა (8.08%), №41 - ზაზა ლომინაძე 29866 ხმა (91.92%).

✔️ ზუგდიდი №5 - მალხაზ ჯალაღონია 2064 ხმა (6.12%), №41 - ირაკლი ჩიქოვანი 31678 ხმა (93.88%).

✔️ ბათუმი №5 - ლევან ვარშალომიძე 4172 ხმა (12.19%), №41 - რესან კონცელიძე 30057 ხმა (87.81%).

✔️ ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო №5 - მიშა ბოლქვაძე 4293 ხმა (11.81%), №41 - ანზორ ბოლქვაძე 32062 ხმა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ქუთაისში „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 92%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ შუშანიამ - 8% მიიღო.

👉ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

👉„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. ამასთან, კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში მმართველ გუნდს 90 დეპუტატი ეყოლება.