არჩევნები 2020

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისია 1
00:58 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოაქვეყნა. 

როგორც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებიდან ირკვევა, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები იმარჯვებენ.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა:

☑️ №1 მთაწმინდა კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) – 91.51% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) – 8.49%.

☑️ N2 ვაკე - ელენე ხოშტარია 6.3% („ევროპული საქართველო“), ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.7%.

☑️ №3 საბურთალო - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 10.3%, დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) 89.97.

☑️ №4 ისანი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ხატია დეკანოიძე 7.26%, კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) 92.74%.

☑️ №5 სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.19% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%.

☑️ №6 დიდუბე-ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.66% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.34%.

☑️ №7 ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.14% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.86%.

☑️ №8 გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.22% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.78%.

☑️ №10 თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 89.67% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.33%.

☑️ №11 მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 93.23% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.75%.

☑️ №12 რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 87.65% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 12.35%.

☑️ №16 ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.04% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.96%.

☑️ №21 ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.87% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.13%.

☑️ №23 ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 93.6% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.54%.

☑️ №27 ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 94.06% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 5.94%.

☑️ №28 ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 88.47% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.53%.

☑️ №30 ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.73% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.27%.

რაც შეეხება დანარჩენ 13 ოლქს, აქ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები პირველსავე ტურში გამოვლინდნენ და ყველა მათგანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. ამასთან, კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში მმართველ გუნდს 90 დეპუტატი ეყოლება.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...