ინტერვიუ

„ბავშვებში შიდსი მეტი აგრესიულობით გამოირჩევა“ - ბლიც-ინტერვიუ ინფექციონისტთან

აივინფექცია/შიდსი ბავშვებში
15:42 31.07
დაკოპირებულია

აივ-ინფექცია/შიდსი სტიგმატიზებული დაავადებაა და მთელი რიგი პრობლემები ახლავს. ხშირ შემთხვევაში აივ-ინფიცირებული პირები დისკრიმინაციას განიცდიან. აივ-ინფექციის გავრცელების საფრთხე შეიძლება ყოველდღე შეიქმნას, სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების მიღება და გათვალისწინება.

შიდსის სტატისტიკა

მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აივ/ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი შედარებით მეტი, 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რამდენად საგანგაშოა ინფექციის გამოვლენის ეს მაჩვენებლი, როგორია აივ-ინფექციის ქცევა ბავშვებში და რა პრევენციებს უნდა მიმართონ ადამიანებმა იმისთვის, რომ ინფიცირების რისკ-ჯგუფებში არ იყვნენ. ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს ამ და სხვა კითხვებს ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.

მიმდინარე წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში აივ/ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით საგანგაშო სიტუაცია გვაქვს? აივიფიცირების კუთხით მატების სტაბილური ტენდენციაა?

- საქართველოში, საბედნიეროდ აივ-ინფექციის ძალიან დაბალი გავრცელების ციფრები გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცხადია, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში C ჰეპატიტის ასეთი მაღალი გავრცელებაა. აივ-ინფექციის ასეთი დაბალი ნიშნული ძალიან კარგია და ამის შენარჩუნება უნდა მოხდეს. რაც შეეხება ზოგადად ტენდენციებს, მატების მკვეთრი ტენდენცია არ არის დაფიქსირებული, ტენდენციები შედარებით სტაბილურია და იმედია ასე შენარჩუნდება.

აივ-ინფიცირების დროს რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი დროულად მკურნალობის დაწყება და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებული პირი გვიან იწყებს მკურნალობას?

- აივ-ინფექციის დროული გამოვლენა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ასევე, რა თქმა უნდა, დროული მკურნალობაც, ვინაიდან რაც უფრო დაგვიანებულია მკურნალობა, მით უფრო მეტად პროგრესირებს დაავადება. ზიანდება იმუნური სისტემა და ადამიანი დაუცველი ხდება სხვადასხვა ინფექციური და სიმსივნური დაავადებების მიმართ. შესაბამისად, რაც უფრო ადრე ხდება ინფექციის გამოვლენა და მკურნალობის დაწყება, მით უფრო მაღალია შანსი იმისი, რომ კონტროლირებული იყოს აივ-ინფექცია და შევინარჩუნოთ ადამიანის ჯანმრთელობა.

აივ-ინფექცია/შიდსით ინფიცირებული ადამიანი თუ ინტენსიურად მკურნალობს, ცხოვრობს ინფექციასთან ერთად, ხომ არ არის დაახლოებით განსაზღვრული მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა?

- დღევანდელი მედიცინის სერიოზული მიღწევაა ის, რომ აივ-ინფექციის მკურნალობა თუ დროულად დაწყებულია, პაციენტი მკურნალობის რეჟიმს თუ ემორჩილება და მუდმივად ასრულებს ექიმების რეკომენდაციასა და დანიშნულებას, ფაქტობრივად სიცოცხლის ხანგრძლივობა არ არის მოზომილი და მოჭრილი. ეს არის ისეთივე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის.

შიდსის პრევენცია

სიფრთხილის ზომები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ არ იყოს ინფიცირების რისკ- ჯგუფში. როგორია თქვენი, როგორც სპეციალისტის რჩევა ?

- პრევენციის ზომები დამოკიდებულია ინდივიდებზე. უნდა გავიხსენოთ ის, რომ აივ-ინფექციას საკმაოდ მაღალი სქესობრივი კონტაქტით გადაცემის რისკი აქვს, ამიტომ შემთხვევითი სექსობრივი კონტაქტებისგან თავის არიდება, დაცული სქესობრივი კონტაქტები ერთ-ერთი მთავარი გზაა. ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, ან ასეთ შემთხვევაში თუ ნარკომომხმარებელია ადამიანი, სიფრთხილის ზომების დაცვა ნარკოტიკების გაკეთებისას. ზოგიერთი ღონისძიება არის ისეთი, რომელსაც თვითონ ადამიანი ვერ დაიცავს და დამოკიდებულია სამედიცინო დაწესებულებების კეთილსინდისიერებაზე და მათ მიერ ზედმიწევნით ინფექციის კონტროლის წესების დაცვაზე.

რაც შეეხება ბავშვებს? პატარების შემთხვევაში აივ-ინფექცია მეტი აგრესიულობით ხომ არ გამოირჩევა?

- ბავშვების ნაწილი დედისგან ინფიცირდება ორსულობის პერიოდში, ნაწილი კი, ისევე როგორც მოზრდილები, სამედიცინო სერვისებით. ბავშვებში ამ ინფექციის მიმდინარეობა ცოტა უფრო მეტად ინტენსიური და აგრესიულია, ვიდრე მოზრდილებში. აივ-ინფექცია/შიდსის დროული გამოვლენა და მკურნალობა გადამწყვეტია როგორც ბავშვვის, ისე მოზრდილის ჯანმრთელობისთვის.

შიდსის მკურნალობა

21-ე საუკუნის მედიცინა როგორ მკურნალობს აივ-ინფექცია/შიდსს?

- არსებობს ე.წ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მთელი ჯგუფი, რომლებიც ვირუსს სხვადასხვა კუთხით ებრძვის, ვირუსის კონცენტრაცია კონტროლირებულ მდგომარეობაშია ანუ ნულამდე დადის. შესაბამისად, ვირუსის დამაზიანებელი გავლენა მნიშვნელოვნად მცირდება და ადამიანი ჯანმრთელადაა. დღეისათვის შიდსი არაგანკურნებადი დაავადებაა, მაგრამ მართვადია. სათანადო რეჟიმის და დანიშნულების შესრულების შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხარისხი არის კარგი. დათქმული ვადების ფარგლებში პაციენტები მუდმივად ცხადდებიან შესაბამის დაწესებულებაში, იტარებენ კვლევებს, რომლითაც მათი იმუნიტეტის მდგომარეობა, ვირუსის კონცენტრაცია ფასდება. შემდეგ კი, ექიმები, ანალიზების პასუხების მიხედვით შესაბამის რეაგირებას ახდენენ, როგორ უნდა შეცვალონ ან არ შეცვალონ მკურნალობის ტაქტიკა.

ცნობისთვის, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ (დამცველ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან/და სიმსივნური დაავადება.

თანამედროვე კლასიფიკაციით აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

წელს საქართველოში აივ/ინფექცია შიდსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამათგან შიდსით ინფიცირებული 116 ბავშვია.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული...
00:08
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვე...
00:01
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მო...
23:46 26.10
„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს...
23:04 26.10
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცი...
22:41 26.10
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომ...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლი...
ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართულ...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინ...
იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახ...