მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლარის კურსი შესაძლოა 4-მდეც გაიზრდოს, გამყარდეს ან მეტად გაუფასურდეს“ - ეკონომისტი აკაკი ცომაია

ლარის კურსის ცვლილება

21 სექტემბრის მონაცემებით ეროვნული ვალუტა მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.22 ლარია.

ლარის კურსის ტენდენციასა და მის სამომავლო ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი ამბების სააგენტო PIA.GE ეკონომისტ აკაკი ცომაიას ესაუბრა.

- რასთან არის დაკავშირებული ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გაუფასურება?

- ლარის კურსის ასეთი ცვლილება დაკავშირებულია იმ შექმნილ ვითარებასთან, რაც საქართველოსა და თანამედროვე მსოფლიოშია. ჩვენი ეკონომიკა წლის მეორე ნახევარში 12%-ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წარმოების პროცესი თითქმის ყველა მიმართულებით დაპაუზებულია.

სავარაუდოდ, ეს კიდევ მოლოდინების ფაქტორს უკავშირდება. ისეთი პერიოდია, რომ ახლოვდება არჩევნები, ჩვენ წინასწარ ვენ განვსაზღვრავთ ადამიანების ქცევა როგორი იქნება პროცესთან დაკავშირებით.

- კონკრეტულად რაზე გაქვთ საუბარი?

- საუბარია, რა თქმა უნდა მსხვილ იმპორტიორებზე და მათ, ვისაც დიდი დანაზოგები აქვთ უცხოურ ვალუტაში. როგორც წესი ამ დროს ცდილობენ, უფრო უსაფრთხო ვალუტაში დაიზღვიონ საკუთარი თავი. ამიტომ, ცხადია ეს ფაქტორი ახდენს გავლენას.

ჩვენ ასევე არ ვფლობთ ინფორმაციას გაიზარდა თუ არა იმპორტი შემოდგომით. თუ შემოდგომაზე იმპორტის მოცულობა გაზრდილია, მაშინ ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი რამაც გამოიწვია ლარის კურსის ასეთი ცვლილება.

- არსებობს მოსაზრებები, რომ ლარის კურსის ასეთი ცვლილება უშუალოდ კავშირშია ქვეყანაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ეს ყველაფერი გაურკვევლობისა და მოულოდნელობის ფაქტორია. არ ვიცით ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს უკავშირდება სწორედ არაპროგნოზირებადობის დონეს. რაც უფრო მაღალია არაპროგნოზირებადობის დონე, მით უფრო მაღალია სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ფლაქტუაცია, მათ შორის ლარის კურსიც.

უშუალოდ არჩევნებს კი არ უკავშირდება ლარის კურსის ცვლილება, არამედ იმას, რომ იზრდება არაპროგნოზირებადობის დონე.

- თუ ასე გაგრძელდა ლარის კურსის ცვლილება, შესაძლებელია თუ არა, რომ კურსმა 4-მდეც კი მიაღწიოს?

- ლარის კურსმა შეიძლება 4-მდეც მიაღწიოს, შეიძლება არც გაუფასურდეს, შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს ან გამყარდეს, ამაზე პროგნოზს ვერავინ ვერ გააკეთებს.

ინფორმაციისთვის, 21 სექტემბრის მონაცემებით კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება უკვე 3.24-დან 3.26-მდე მერყეობს.