ინტერვიუ

რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ადამიანზე - ინტერვიუ ალექსანდრე გოგინავასთან

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა
15:46 13.09
დაკოპირებულია

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი რეკორდებს ამყარებს. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა სიტუაცია საყურადღებოა.

რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ადამიანებზე, შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება და როდის შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ამ საკითხებზე PIA.GE ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.

- როდესაც საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა, მისი ბუნების შესახებ არაფერი ვიცოდით. რა ვიცით ახლა?

- პირადად მე კლინიცისტი ვარ და ჰოსპიტალურ სექტორში მიწევს მუშაობა. ბევრ პაციენტთან მქონია კონტაქტი. ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც იშვიათად, მაგრამ დაახლოებით 5%-10%-ში მიმდინარეობს მძიმედ, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისაც აქვს რაიმე სხვა თანდართული დაავადება. დაახლოებით 1%-დან 3%-მდე მთავრდება ლეტალურად. ეს პროცენტულობა იზრდება იმ ადამიანებში, ვინც არის ასაკოვანი და აქვს ქრონიკული დაავადებები. ჯანმრთელ ადამიანებში და ახალგაზრდებში 1%-ზე ნაკლებია კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა. კორონავირუსი არ არის აუცილებლად მომაკვდინებელი.

- რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ადამიანებზე? თუ მიმდინარეობს გამოჯანმრთელებულებზე დაკვირვება?

გამოჯანმრთელებულ ადამიანებს, ვინც კორონავირუსული ინფექცია მსუბუქად მიმდინარედ გადაიტანეს, არანაირი სერიოზული გართულება არ აღენიშნებათ. თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც რთულად ჰქონდათ დაავადება - ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, რა თქმა უნდა კორონავირუსი ასეთ დროს ხშირ შემთხვევაში ტოვებს თავის კვალს, რაც გამოვლინდება ხოლმე ფილტვების ფიბროზით, რაც ნიშნავს იმას, რომ ფილტვები სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს. ძირითადი გართულებები ვლინდა კორონავირუსული ინფექციის მძიმედ გადატანის შემდეგ.

- შესაძლებელია ფილტვების ფიბროზისგან საბოლოოდ გათავისუფლება?

- ხშირ შემთხვევაში ეს შექცევადი პროცესია და თავისით ლაგდება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც დაზიანების ხარისხი არის მაღალი, სჭირდება სპეციალისტების ჩართვა და შესაბამისი მკურნალობა.

- კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა, ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას? ყოფილა შემთხვევა, რომ 8 დღის შემდეგ დადასტურებოდათ ინფექცია?

- მსოფლიოში დაგროვდა ძალიან დიდი ინფორმაცია, რომ ვირუსი ძირითადად გადამდებია პირველი 1 კვირის, მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში. ამ ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ ლოგიკურად მოხდა კარანტინის ვადის შემცირება. თეორიულად, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოხდეს გადადება, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები, თან ამ 8 დღის შემდეგ ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ 12 დღეში ტესტი გაიკეთონ.

- ახლოვდება გრიპის სეზონი. შეიძლება თუ არა ადამიანს ერთდროულად დაემართოს სეზონური გრიპი და კორონავირუსი?

- შესაძლებელია, ერთდროულად დაემართოს, თუმცა იშვიათია ხოლმე ორი დაავადების ერთდროულად დამართება. უბრალოდ საყურადღებოა და მოსახლეობა მეტად მობილიზებული უნდა იყოს, რადგან ორივე დაავადებას მსგავსი კლინიკური ნიშნები აქვს. თავიდან შეიძლება ამის გარჩევა გაჭირდეს და აუცილებლად ასეთ დროს უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც სწორ რჩევებს მისცემს და დაეხმარება, რომ ერთი ან მეორე დაავადება უფრო არ გაურთულდეს.

- ყოფილა საქართველოში შემთხვევა, რომ კორონავირუსი ერთი და იგივე ადამიანს დამართნოდა?

- ჯერჯერობით საქართველოში ჩვენ ასეთი შემთხვევა არ გვქონია.

- შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება. ამისთვის მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა უნდა გადაიტანოს კორონავირუსი?

- ეს თეორიულად შესაძლებელია. ამისთვის აუცილებელია, რომ მინიმუმ 60%-70%-მა გადაიტანოს ეს დაავადება, რაც ასეთი ადვილი საქმე არ არის და ამას შეიძლება რამდენიმე წელიწადი დასჭირდეს. ამიტომ, ახლა ამაზე საუბარი ცოტა რთულია. ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ეფექტური ვაქცინა, რითაც მოხდება მოსახლეობის ნაწილის იმუნიზაცია და შესაბამისად პანდემიის გავრცელებაც ბევრად შემცირდება.

- ვაქცინის შესახებ ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, როდის შეიძლება ის საქართველოში იყოს ის ხელმისაწვდომი?

- არის დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ წლის ბოლომდე მსოფლიოში უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა უნდა იყოს, დიდი ალბათობით რამდენიმე თვეში საქართველოშიც შემოვა. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, ეს უკვე მოლაპარაკების საკითხია. დიდი ალბათობით მსოფლიოში წლის ბოლომდე უკვე იარსებებს და საქართველოში რამდენ ხანში შემოვა, ეს ზუსტად არავინ იცის, იმედია, რომ მალე.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული...
00:08
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვე...
00:01
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მო...
23:46 26.10
„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს...
23:04 26.10
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცი...
22:41 26.10
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომ...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლი...
ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართულ...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინ...
იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახ...