მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იქმნება

ფრენა იტალიიდან

საქართველოში უახლოეს მომავალში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „აირ ჯორჯია“ ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია 20 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ორ - AIRBUS A320 ტიპის
თვითმფრინავს ჩამოიყვანს.

დეტალების გასარკვევად ახალი ამბები სააგენტო Pia.ge-ს ავიაკომპანიის გენერალურ დირექტორს გიორგი კოდუას ესაუბრა.

- პირველ რიგში, ოპერირებასთან დაკავშირებით თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რა ეტაპზე ხართ ?

მთავრობასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საფრანგეთთან „ეარბასთან“. მოგეხსენებათ მსოფლიოში არის ორი მწარმოებელი აშშ, რომელიც ბოინგს აწარმოებს და ევროპა, რომელიც „ეარბასს“ აწარმოებს. ამ ორი ავიანდუსტრიის მაგნატები, რომლებსაც აქვთ თავიანთი დაფარვის ზონის რეგიონები, საქართველო არ შედის „ეარბასის“ ზონაში. ჩვენ ვართ ბოინგის ზონაში. საქართველო ამერიკული ტიპის თვითმფრინავებს იყენებს. ხელი მოვაწერეთ „ეარბასთან“, წინა თვეში იყვნენ ჩამოსული „ეარბასის“ წარმომადგენლები და შეხვდნენ ჩვენს მთავრობას. ამის შედეგია ის, რომ ხვალ თვითმფრინავი ჩამოფრინდება საქართველოში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ეარბასის“ ტიპის თვითმფრინავს გაუწევს ექსპლუატაციას ქართული ავიაკომპანია. ამ თვითმფრინავს საქართველოს ავიაბაზარზე იმპლემენტაცია სჭირდება. უნდა გვყავდეს კვალიფიციური კადრები, რომ მოვემსახუროთ მგზავრებს. ვვარაუდობთ, რომ მინიმუმ 2-3 თვეში სამოქალაქო ავიაციაშიც გვენება დარეგისტრირებული. დღეს ეს თვითმფრინავი ამერიკის რეგისტრაციაზეა, გადმორეგისტრირება მოხდება საქართველოზე, ამ 2-3 თვეში განვიხილავთ თუ რომელ რეისებზე უნდა დავიწყოთ ფრენები.

- რატომ ამდენი დრო ?

მთავრობასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ იგივე კონტრაქტის საფუძველზე, როგორც ვიზეართან აქვს მათ ხელშეკრულება დადებული, ჩვენთანაც რომ მოხდეს შესაბამისი ხელშეკრულების დადება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნებით მას შემდეგ და განვახორციელებთ ევროპის მიმართულებებით ფრენებს.

- თბილისიდან თუ ქუთაისიდან შესრულდება ავიარეისები, თუ ორივე ქალაქს მოიცავს?

„აირ ჯორჯია“ იწყებს თბილისიდან. მაგრამ გვაქვს ასეთი პროექტი „აირ ჯორჯია ექსპრესი“, „ლოუ ქოსთ“ (დაბალი ფასები) ბრენდის სახელით ვაპირებთ პოზიციონერებასა და ფრენებს. დაბალბიუჯეტიანი კომპანიის სახელით. მთავრობასთან დაკონტრაქტება თუ მოხდება, ფრენებს განვახორციელებთ დაბალ ფასებში. თუ მოვხვდით არაჯანსაღ კონკურენციაში და თუ იქნა უფრო ძვირი მომსახურეობა ქუთაისის აეროპორტიდან, ვიდრე ვიზიარს აქვს, რა თქმა უნდა ეს აპრიორი გაკოტრების ტოლფასი და არაჯანსაღი კონკურენციაა. თუ ვიზიარს შეღავათიანად მოემსახურებიან და ქართულ ავიაკომპანიას არაშეღავათიანად, ეს ასე თუ მოხდა მაშინ ქუთაისში არ წავალთ. სხვა შემთხვევაში ვიქნებით თბილისში და განვახორციელებთ ფრენებს ევროპაში, მაგრამ უფრო შუა აღმოსავლეთში, დსთ-ს ქვეყნებში.

- „აირ ჯორჯია“ გაუწევს თუ არა კონკურენციას ვიზიარს?

რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან კარგი. პირველ რიგში ეს საზოგადოებისთვის არის კარგი. ჩვენთვის ჯანსაღი კონკურენციაა იმ გაგებით რომ ნებისმიერი კომპანია თუ არის მარტო მონოპლიზირებულ რეჟიმში გადადის. ორივეს ერთნაირი ტიპის თვითმფრინავი გვყავს, 180 სავარძელი აქვთ და ჩვენც ამდენივე გვექნება. განსხვავება იმაში იქნება, რომ ჩვენ 100% სტაფი ქართველებისგან დაკომპლექტდება. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და პრივილეგია.

რა ნიშა ექნება „აირ ჯორჯიას“ ისეთი, რაც სხვა ქართული ავიაკომპანიებისგან განასხვავებს?

- პირველი ის, რომ სხვა ქართული ავიაკომპანიებისგან განსხვავებით ჩვენი ფასები ყველაზე დაბალი იქნება. რაც შეეხება უნგრულ და სხვა უცხოურ ავიაკომპანიებს, შესაბამისი ტარიფები გვექნება, ზოგჯერ 5-10 ევროთი იქნება სხვაობა, უფრო მიახლოებული იქნება „ვიზიარის“ ფასებთან. ჩვენთვის „ვიზიარია“ უფრო კონკურენტი ვიდრე ქართული ავიაკომპანიები. ჩვენთვის ორიენტაცია იქნება „რაინიარის“, „ვიზიარის“ ფასები და მათთან მიმართებაში ვიქნებით უფრო მოქნილები.

- პირველი ავიარეისი როდის განხორციელდება?

- ვინაიდან ხვალ ჩამოდის თვითმფრინავი, 2-3 თვე არის რეგულაციებისთვის საჭირო. ვვარაუდობ, რომ ახალ წელს დავიწყებთ, ვერ დაგიდასტურებთ დეკემბერი იქნება თუ იანვარი.