ინტერვიუ

შემცირდება თუ არა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე – ინტერვიუ ირაკლი როსტომაშვილთან

შემცირდება თუ არა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი სამშენებლო სექტორზე პანდემიის გავლენაზე საუბრობს.
13:37 06.05
დაკოპირებულია

სამშენებლო სექტორს მუშაობის უფლება მიეცა, მაგრამ საინტერესოა, რამდენად შემცირდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე პანდემიის პირობებში და რამდენად მძიმე კრიზისში აღმოჩნდება ეკონომიკის ეს უდიდესი დარგი? – pia.ge-ს კითხვებს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი პასუხობს.

– 5 მაისიდან მოიხსნა შეზღუდვა მშენებლობებსა და სამშენებლო პროდუქციის საწარმოებში. როგორ შეაფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას? პანდემიის დროს აუცილებელი იყო თუ არა მშენებლობების შეჩერება?

– ჩემთვის, ცხადია, ეს კარგი ამბავია. ჩვენ, დეველოპერები, ვენდობით ხელისუფლებას, მათ უკეთ იციან ამის შესახებ და, ალბათ, ჩათვალეს საჭიროდ, რომ უკვე დრო დადგა, ეს პროცესი განახლებულიყო. პანდემიის დროს, მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს, საჭირო იყო. ამ დროს ადამიანები გარეთ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა გამოსულიყვნენ. პანდემიის დროს მშენებლობის შეჩერება აუცილებელზე აუცილებელი იყო. ჩვენი ტიპის ქვეყანაში სხვა გამოსავალს, მე პირადად, ვერ ვხედავ.

- საქართველოს ეკონომიკისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შეზღუდვის მოხსნა?

– ცხადია, როდესაც ეკონომიკა არ მუშაობს, ეს ცუდია. ჩემი ინფორმაციით, მშენებლობის წილი საქართველოს მშპ-ის 15%-ს შეადგენს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს მაჩვენებელი ბევრად დიდია. დეველოპერული სისტემა არის ბიძგი სხვა დარგების მუშაობის, მაგალითად, ნებისმიერი ჩაბარებული თეთრი კარკასი იწვევს სამომავლოდ უამრავი ადამიანის დასაქმებას, ასევე, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის, ტექნიკის რეალიზაციას. სწორედ აქედან გამომდინარე, სამშენებლო სექტორის ამოქმედება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

- მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობები განახლდა, პანდემიის პირობებში, როდესაც ეკონომიკა მნიშვნელოვან კრიზისშია, შემცირდება თუ არა უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა?

– ცხადია, უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ პანდემიის პირობებში იკლო. ამ მდგომარეობაში ნაკლებად აქვს ხალხს სურვილი, შეიძინოს ბინა, რადგან ბინის შეძენა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ამ დროს ადამიანი დიდ არჩევანს აკეთებს. ამ შემთხვევაში ბინის შეძენის საშუალება და დრო არ იყო, ასევე, სერიოზულად იმოქმედა ლარის კურსმაც ბინებისა და უძრავი ქონების გაყიდვაზეც. ასევე, ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო წლებში ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში გადადიან მყიდველები, ამ დროს ისინი ფიქრობენ, იყიდონ თუ არა უძრავი ქონება, თუ დაელოდონ არჩევნების შემდგომ პერიოდს. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ბინის შეძენა სტაბილური ქვეყნის ფუფუნებაა, არავინ არ ყიდულობს ბინას და სხვა უძრავ ქონებას, სადაც არ არის სტაბილურობის იმედი. ამას დაემატა კორონავირუსი და ყველაფერი ერთად წლის ბოლომდე უფრო დაგვანახებს შედეგს. მაგრამ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დაეცემა მოთხოვნა უძრავ ქონებასა და საცხოვრებელ სახლებზე.

- 2008 წლის კრიზისს თუ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ?

– 2008 წლის კრიზისი ყველაზე ცუდად დეველოპერებზე აისახა. ჩვენი პრობლემა მაშინ არავინ არ გაითვალისწინა. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჩემი აზრით, ეს ისე არ აისახა, როგორც 2008 წელს იყო. 2008 წელს ბანკებმა გაცემული სესხები უკან დაიბრუნეს და კომპანიები შუა გზაზე დატოვეს, ამას უამრავი სასამართლო დავაც კი მოჰყვა.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით...
22:08
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
22:02
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” - შუახევის, ხელვაჩაურისა და...
21:58
გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთ...
21:47
სისხლის დონაცია მარნეულში სისხლის უანგარო დონაციის აქციას მარნეულის მუნ...
აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა...
იმნაძე: მოკლე მანძილზე ფეხით სიარული სჯო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეს მოქა...
ჯივიპი ხვალ, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნ...
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსა...
ტურიზმის გახსნისთვის სამთავრობო რეგულაცი...
სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა...