მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3000 ლარიან ჯარიმაზე გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ახლოდან ორთაჭალაში

3000 ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს "UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: "თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.