მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის 58 წლის კაცს 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოთის სასამართლო

5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის, 58 წლის კაცს სააპელაციო სასამართლომ 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, ძმის შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

გასულ წელს კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო, ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა.

2020 წლის 13 მაისს კი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბავშვის პაპის ინფორმაციით, გამართლებული პირი პროცესებს აღარ ესწრებოდა.

ჩადენილი დანაშაული 11- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.