მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში მსჯავრდებული კაცი მიიმალა

მკვლელობა კასპში

5 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის მსჯავრდებული 58 წლის კაცი მიიმალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს მამაკაცის სამძებრო სამუშაოები.

გამოძიების ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, ძმის შვილიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.

გასულ წელს კაცი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა გამოძიების 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, ის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა.

2020 წლის 13 მაისს კი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო.

ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბავშვის პაპის ინფორმაციით, გამართლებული პირი პროცესებს აღარ ესწრებოდა.

ჩადენილი დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.