მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გამოვრიცხავ, დამაკავონ“ - მიხეილ რამიშვილი

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

დღეს, 22 სექტემბერს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიდა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მის კუთვნილ მობილურს ექსპერტიზა უტარდებოდა.

მიხეილ რამიშვილი და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის ოჯახი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ადვოკატი დააკავონ.

„როდესაც ამ საქმეში ჩავერთვე, როგორც ადვოკატი, ჩემი მისამართით მიმდინარეობდა მუქარა“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, დაკითხვა მიმდინარეობდა იმის თაობაზე, რომ აუცილებლად მან გააყალბა სატელიტის ფოტოები და მანვე მისცა ეს შეკვეთა, შესაბამისად შეიძლება ესეც გახდეს მისი დაკავების მიზეზი.

მიხეილ რამიშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მობილურის სკანირების პროცესს დაესწრება.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.