მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს

შაქარაშვილსი საქმის ბრალდებულის მამა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირის ზ.ხ.-ს მამა გარდაცვლილის დედასთან შეხვედრას ითხოვს.

ამის შესახებ მან არასრულწლოვანი ბარლდებულების წინასასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ისე ჩანს, რომ ბავშვები კვლავ პატიმრობაში დარჩებიან. მოსამართლეს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და არავის უსმენს. ამ ხნის განმავლობაში მუხლისჩოქება ვევედრები ქალბატონს შემხვდეს. ისეთი ინფორმაცია უნდა გადავცე, რომელიც დააეჭვებს“,- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

მისი თქმით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს, იმ მიზნით, რომ პროცესი მალე დასრულდეს.

„გამოძიება თვაიდანვე არასწორად წარიმართა. გამომძიებელმა მითხრა, ისე დავწეროთ, რომ ყველას ჩვენება ერთმანეთს დაემთხვესო, მაგრამ მე ეგრე არ მაწყობს. მირიან ნიკოლაძეს საკუთარი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და გამოძიების ვერსიას ამიტომ ემხრობა“, - აღნიშნა არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მშობელმა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა მე-4 საათია მიმდინარეობს.

საქმის ოქროს მოწმემ გურამ ამირხანაშვილმა დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. ამოიცნო. როგორც მან გამოძიებას უთხრა, ბრალდებული ზ.ხ. 19 ივნისის ღამეს „ტოიოტა ქამრის“ მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა არ უთქვამს, რომ ზ.ხ.-სგან რაიმე სახის ძალადობას ან შეურაცხჰყოფას ჰქონდა ადგილი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა 21 ივნისს არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.