მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ გაგნიძის ადვოკატი: პროკურატურის ქცევით ბრალდებულის უფლება დაირღვა

ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მახარაძე გენერალური პროკურატურის მიერ დღეს, 13 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურის „ამ ქცევით“ ბრალდებულის უფლება დაირღვა.

„პროკურატურის ამ ქცევით დაირღვა ბრალდებულის უფლება, მათ შორის დაცვის უფლება, ჰყავდეს მის მიერ არჩეული ადვოკატი. შესაბამისად ამ მიზნით, ჩვენ მოვთხოვთ სასამართლოს რეაგირების მიზნით გადააგზავნოს მასალები ზემდგომ ორგანოში, ანუ გენერალურ ინსპექციაში“, - აცხადებს ადვოკატი.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს დაქირავებული ადვოკატების ნაცვლად უკვე სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ბრალდებულის დაცვის უფლება ადვოკატებს საქმის მასალების ჩაუბარებლობის გამო შეეზღუდათ.