მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს

შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ „ტვ პირველთან“ შაქარაშვილის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებს. სატელეფონო ინტერვიუში იგი უარყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში თავადაა აღბეჭდილი.

„ბოძები აწიონ კი არა, მაგ 17-დან ჩემზე რომელიმეს ერთხელ მაინც თუ აქვს დარეკილი, მაშინ დამაბრალონ რაც უნდათ, შეხებაც არ მაქვს მათთან. ახლო ურთიერთობა არავისთან მაქვს. ნიკა ჟვანიაზე კი მითხრეს, შესაძლოა იცნობდეო. ჩემი მეგობარი არცერთი არაა. შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ამბავი ტელევიზორიდან გავიგე“,-აღნიშნა ავთანდილ ბილანიშვილმა.

ავთანდილ ბილანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე 4 საათია, ადვოკატთან ერთად იმყოფება.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თავიისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს.

ამ დროისთვის საქმეზე 17 პირია დაკავებული.