მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ელისო კილაძის დაკითხვას ითხოვს

უფლებადამცველი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი ითხოვს, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე დაუყოვნებლივ დაიკითხოს.

ადვოკატი აცხადებს, რომ დაკითხული მოწმეების ჩვენებებში გარკვეული უზუსტობებია და ასევე ძალიან შეუსაბამოა.

„გარკვეული პირების დაკითხვასაც ვითხოვ. ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე გამოკითხული უნდა იყოს ყველა. ვითხოვ ელისო კილაძე დაუყოვნებლივ დაკითხონ“, - აღნიშნა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.