მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: შორს სისხლიანი ხელები სამართლიანი ადამიანისგან

თეონა თამაზაშვილი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის საქმიდან ჩამოშორებას ცდილობს.

„უნდათ, რომ მიხეილ რამიშვილი საქმეს ჩამოაშორონ, რადგან იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის. მივმართავ ირაკლი შოთაძეს, შორს მაგის სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც ელოდება. რადგან აქციებს არ ვაანონსებ, იმას არ ნიშნავს, რომ ან გადავიფიქრე, ან დავიღალე, ან მეშინია“,- აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 სექტემბერს მიხეილ რამიშვილს პროკურატურაში ყოფნის დროს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.