მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდება

23 წლის გარდაცვლილი გოგო

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით გაგრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცლილის მამას ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

„მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ სცნეს, რაც შეეხება კვალიფიკაციას, 143-ე მუხლს, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დაემატა 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

გარდაცვლილი არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა. ადგილზე, სადაც ბაჩალიშვილის ავტომობილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს, რომელშიც წერია: ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ.

როგორც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი აცხადებენ, მათ არ სჯერათ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება თვითმკვლელობას უკავშირდება

24 ივლისს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება.