მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის საქმეზე მედიით გავრცელებულ მასალებს სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორი - ლონდა თოლორაია

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გავრცელებულ მასალებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მედიასაშუალებებით გასაჯაროებული გარკვეული დოკუმენტები კონკრეტული პირების პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და დასადგენია, თუ რა გზით მოხვდა ისინი ჟურნალისტების ხელში.

„მედიასაშუალებებით გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული ფიზიკური პირების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს შეიცავს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ შემოწმება, თუ საიდან მოხდა ამ მონაცემების გასაჯაროება და იყო თუ არა იმ უწყებებში დაცული უსაფრთხოების წესები, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ ამ დოკუმენტებზე“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.