მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება

საქალაქო სასამართლოს შენობა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი გიორგი ლუბარეცი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

ლუბარეცი ამბობს, რომ პროკურატურას არ ენდობა.

„როგორც კი მივედი პროკურატურაში ჩემი ტელეფონი ჩამომართვეს. „მძევლად აიყვანეს“ ჩემი ტელეფონი, უნდათ რომ გახსნან. საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ“, - აღნიშნა ლუბარეცმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.