მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ჩხრეკა ბადრი ესებუას სახლში

სამეგრელოში, ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სახლში ბადრი ესებუას ოჯახის წევრები იმყოფებიან, რომლებსაც პოლიციამ შენობა დაატოვებინა.

ისინი ჟურნალისტებთან არ აკონკრეტებენ, რა მიზეზით იმყოფება პოლიცია სახლში.

მანამდე, ჩხრეკა ჩატარდა ასევე ბადრი ესებუას ნათესავის სახლშიც.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

❗მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი სწორედ ბადრი ესებუაა.