მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს

აქცია ბათუმში მთავრობის სახლთან

ბათუმში, მთავრობის სახლთან, ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

აქტივისტები სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევას, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

👉 ინფორმაციისთვის, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების პროტესტი მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ.

👉 30 ნოემბერს სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბათუმში აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დააკავეს (ვიდეო)

👉 „ისე ნუ მოიქცევით რომ ბათუმში შვილებს უთხრან მშობლებმა - ასეთები არ გაიზარდოთ” - რიჟვაძე აქციის შესახებ

👉 „მონებო, პოლიციელივით მოიქეცით“ - დაპირისპირება აჭარის მთავრობის სახლთან