მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი ძმა ამბობს ისეთ რაღაცას, რაც ნამდვილად არ უნდა ეთქვა“- შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ძმა

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა

5 სექტემბერს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ციხის ჩანაწერები გავრცელდა.

კადრებში ნიკოილოზ რევაზიშვილი საუბრობს მოწმეზე, მის თანამესაკნე, კობა ჩიტიძეზე, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ მისცა ჩვენება და პროკურატურამ აგვისტოში გაასაჯაროვა, სადაც ის გამოძიებას რევაზიშვილის მონაყოლს აცნობს.

გავრცელებული კადრების თანახმად, რევაზიშვილი გეგმავს როგორ გაუსწორდეს ჩიტიძეს.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმა, ვახო რევაზიშვილი ამბობს, რომ კადრებში არა დამნაშავის, არამედ გამწარებული ადამიანის პოზიცია ჩანს.

„თანამესაკნესთან საუბრისას ჩემი ძმა გამწარებული საუბრობს და ამბობს ისეთ რაღაცას, რაც ნამდვილად არ უნდა ეთქვა. თუმცა წარმოიდგინეთ როგორი შეგრძნებაა, როდესაც უდანაშაულოდ გამოგკეტავენ ციხეში“,- განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ, ვახო რევაზიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, ჩიტიძეს ამის გაკეთება წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ჰქონდა, რადგან შეემსუბუქებინა საკუთარი სასჯელი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

მათგან 5 პირს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ედებათ, ხოლო 12 პირს გამოძიება ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.