მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გარეჯის საკითხზე მომუშავე კომისიის წევრის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

დავით გარეჯის კომპლექსი

დავით გარეჯის კომისიის წევრის ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ადგილზე, ამ წუთებში, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სწორედ ნატალია ილიჩოვაა ის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო. ჩხრეკა, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციის საკითხზე მომუშავე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერ მელაშვილის ოფისშიც.