მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გარეჯის საქმეზე ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აძლევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.

დღეს, 21 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურაში გამომძიებლებს ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აძლევს.

ლაშა დარსალია, რომელიც ამავდროულად არის აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მათ აქვთ უცხოელი ექსპერტის დასკვნა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ 1938 წლის რუკის 200 ათასიანი მასშტაბი დამხმარე დოკუმენტია 500 ათასიანი მასშთაბის რუკისთვის.

ადვოკატები კი ამბობენ, რომ ეს დასკვნა საქმეში საერთოდ არ დევს.

დარსალია აგრეთვე აცხადებს, რომ 2019 წელს კომისიის ფარგლებში ქართულმა მხარემ მეზობელ სახელმწიფოს წარუდგინა 1938 წლის რუკის 200 ათასიანი მასშტაბი, თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ ეს დოკუმენტი დაიწუნა და თქვა, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში არ გამოდგებოდა.

„სვარაუდოდ კითხვები შეეხება კომისიის მუშაობას. გამოძიებას რაც სჭირდება მოიძიებენ“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

🔴ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.
🔴საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

👉 ნატალია ილიჩოვა: წადით საზღვართან და შეადარეთ რამდენად სწორია ეს რუკები

👉 არსად მიმალვას არ ვაპირებ და ვერც ამ ბრალდებით ვიცოცხლებ - ივერი მელაშვილი