მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით გარეჯის საქმეზე ჯონდი ბაღათურია გამოიკითხა

ქართული დასის ლიდერი

დავით გარეჯის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოიკითხა. იგი საგამოძიებო უყებაში რამდენიმე საათი იმყოფებოდა.

როგორც დაკითხვის შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიების კითხვები მის მიერ 2012 წელს გაკეთბულ განცხადებას უკავშირდებოდა.

„კითხვები უკავშირდებოდა 2012 წელს, ჩემი და „ქართული დასის“ მიერ წამოწყებულ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურას, როცა მე პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატში დავდე ბრალი“, - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

მისი თქმით, დავით გარეჯის საქმეზე მხოლოდ ნაკლები პასუხისმგებლობის მატარებელი პირები არიან დაკავებული.

„ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ საქმეზე დაკავებული არიან მხოლოდ მეისრეები. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის დიდი ფული, რომელიც ჩემი აზრით, ამ დიდ ღალატშია გადახდილი, ამათაც შეხვდათ. შესაძლოა, მათ უბრალოდ დაავალეს და გააკეთეს. შეუძლებელია ეს ვინმეს მაშინდელი პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის - გიგა ბოკერიას გარეშე გაეკეთებინა“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, გამოძიებას საქმეში დავით დარჩიაშვილის როლით დაინტერესება ურჩია, რადგან მისი თქმით, 2012 წელს პარლამენტში დებატების დროს, სწორედ დარჩიაშვილმა განუმარტა ბაღათურიას, რომ ტერიტორიების ნაწილი ქართულმა მხარემ კი არ დათმო, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სოციალისტური საზღვარი ქედზე გადიოდა და გარეჯის 2% მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა.

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 არსად მიმალვას არ ვაპირებ და ვერც ამ ბრალდებით ვიცოცხლებ - ივერი მელაშვილი

👉 აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას აკეთებს

👉 დავით გარეჯის წინამძღვარი: მაღალი თანამდებობის პირების გარეშე გამოძიება არ იწყება