მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ფურცხვანიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

პირი, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

დღეს, 18 სექტემბერს გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში არსებული სატელიტური ფოტოების გამომგზავნის დავით ფურცხვანიძის სახლში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მოქმედებები და შედეგად ამოღებულია ფურცხვანიძის კუთვნილი კომპიუტერი და მობილური.

საგამოძიებო სამუშაოები 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„სატელიტის ფოტოები უცხოეთიდან არის, წყაროს არ ვასახელებ“ , - აღნიშნა დავით ფურცხვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 18 სექტემბერს ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს ფოტოები სატელიტიდან მან მიაწოდა.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.