მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ფურცხვანიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისის პროკურატურის შენობა

არსებული ინფორმაციით დავით ფურცხვანიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ფურცხვანიძის სახლში საგამოძიებო სამუშაოები დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა, რის შედეგადაც ამოღებულია მისი პერსონალური კომპიუტერი და მობილური.

დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა, რომელიც დღეს, 18 სექტემბერს პროკურატურამ ყალბად ცნო.

როგორც, ფურცხვანიძე ამბობს, ის მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

მისი თქმით, სატელიტის ფოტოები შეესაბამება რეალობას, მაგრამ არ აპირებს მისი უცხოური წყარო დააკონკრეტოს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.