სამართალი

დავით ფურცხვანიძე: სატელიტურ ფოტოებზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ვგეგმავ

პირი, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა
14:26 20.09
დაკოპირებულია

დავით ფურცხვანიძის განცხადებით, იგი არ ასაჯაროებს იმ პიროვნების ვინაობას, ვინც მას სატელიტური ფოტოები მიაწოდა, თუმცა პროკურატურას მასთან კავშირზე გასვლა თავისუფლად შეუძლია.

მისი თქმით, ფოტოების ნამდვილობის დასადასტურებლად, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

„თუ პროკურატურა აცხადებს, რომ მე კონკრეტული სახელი და გვარი არ დამისახელებია, არსებობს გამოკითხვის ოქმი, რომელზეც მზად ვარ დავეთანხმო, რომ გასაჯაროვდეს. წინააღმდეგ შემთხევაში ეს იქნება ისეთივე სიცრუე, როგორც სატელიტური ფოტოების ექსპერტიზის პასუხი, რომ ისინი ყალბია. მე ვგეგმავ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩავატარო, მათ შორის ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, - აღნიშნა დავით ფურცხვანიძემ სატელევიზიო ჩართვისას.

დავით ფურცხვანიძის განმარტებით, გამოძიებას აქვს მისი მობილური და კომპიუტერი და შესაძლებელია, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სატელიტური ფოტოების მომწოდებელი წყაროს იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირება მოხდეს.

„მათ აქვთ ელექტრონული ფოსტის რეკვიზიტები, რომლითაც შეუძლიათ წყაროს დაუკავშირდნენ“, - აღნიშნა დავით ფურცხვანიძემ.

როგორც მან განაცხადა, სასამართლოში გამოკითხვის დროს კითხვები არა მხოლოდ სატელიტურ ფოტოებს, არამედ სამსახურეობრივ საქმიანობასა და მიხეილ რამიშვილთან კომუნიკაციას შეეხებოდა.

ინფორმაციისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს მაწევანის ტერიტორიაზე გადაღებული სატელიტური ფოტოები მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 19 სექტემბრის საღამოს გამოიკითხა.

პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მისი წყაროს შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შო...
24 წუთის წინ
„2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხა...
28 წუთის წინ
„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ დამატებით 20 მილიარდი ლარის ჩადებას ქვეყნის ინფრასტრუქტურა...
28 წუთის წინ
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 20 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 3.2222 ლარი შეად...
39 წუთის წინ
ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე: პრემიერმა ახსენა, რომ 200 ლარია...
ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, უმუშევრად დარჩენილებისთვის 200 ლარიანი...
46 წუთის წინ
ლაშა დარსალიამ საერთაშორისო არასამთავრობ...
მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ...
მაია ცქიტიშვილი: გაორმაგებულია იმ ადამია...
„2 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტ...
გახარია: სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ე...
„სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკ...