მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ფურცხვანიძეს ბრალი წაუყენეს

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებულ დავით ფურცხვანიძეს დღეს, 26 სექტემბერს სასამართლოში ბრალი წაუყენეს.

გამოძიება მას მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და გამოძიებაში ხელის შეშლას ედავება. ბრალდებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ფურცხვანიძეს ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

ასევე ადვოკატის თქმით, დავით ფურცხვანიძე ნამდვილად გეგმავდა ქვეყნიდან გასვლას, მაგრამ ეს ეხებოდა სამსახურეობრივ მოვალეობას და არა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამო მიმალვას.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ არსებული მასალა ყალბია.

შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.