მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

პირი, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებულ დავით ფურცხვანიძეს დღეს, 26 სექტემბერს სასამართლოში ბრალი წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ფურცხვანიძე წინასწარ პატიმრობაში დარჩა.

პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან უწყებას მიაჩნია, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

გამოძიება მას მტკიცებულებების, სატელიტის ფოტოების ფალსიფიკაციასა და გამოძიებაში ხელის შეშლას ედავება. ბრალდებულს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ფურცხვანიძის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად არის შეფასებული“, - აღნიშნა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები გადასცა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ არსებული მასალა ყალბია.

შეგახსენებთ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.