მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს შაქარაშვილის საქმეზე გურამ ამირხანაშვილს დაკითხავენ

მცხეთის რაიონული სასამართლო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება.

როგორც ამირხანაშვილის ადვოკატი ეკა ხუციშვილი აცხადებს, ამირხანაშვილი ხუთჯერ დაკითხეს, თუმცა, არცერთხელ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება არ მიუცია.

„მან გამოძიებას თავის დროზე სწორი ინფორმაცია მიაწოდა. ის მზად არის, იგივე ინფორმაცია დაადასტუროს“,- აღნიშნა ეკა ხუციშვილმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი 5 პირს აქვს წაყენებული, რომელთაგან 3 სრულწლოვანია.

გიორგი შაქარაშვილი, 21 ივნისს, არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით მისი სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.