მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 25 ფაქტი გამოვლინდა

გვიცავს თუ არა მოწევა კორონავირუსიგან?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 25 ფაქტი გამოავლინა, მათ შორის 10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.

გამოძიების პროცესში, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 46 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 191 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.