მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე ბრალდებულ პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების მცდელობისთვის მ.დ. დამნაშავედ ცნო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის საჩივარი და სოფიო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებულ პედაგოგებს ნ.ს-ს და ვ.ქ-ს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 26 მაისს, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში მდებარე ნაკრძალში, სკოლა „ალბიონი”-ს პედაგოგების ნ.ს. -ს და ვ.ქ.-ს მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ.ს. და ვ.ქ. აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა, რაც პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და ბრალდებულებს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

16 წლის სოფიო ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიის დროს, მდინარეში ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა 2019 წლის 26 მაისს მოხდა.