მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელზე: თვითონაც არ იცოდა სად უნდა წასულიყო

თავდასხმა ზუგდიდში

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მომხდარი ძარცვისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ლაშა შენგელია მომხდარის დეტალებს იხსენებს.

მისი თქმით, ის თავდამსხმელის გვერდით „პიკაპში“ ავთანდილ გალდავასთან ერთად იჯდა.

„თავდამსხმელი ძალიან მოზომილი იყო და არანაირ დისკუსიაში არ შემოდიოდა. ერთადერთი ბატონმა ავთომ ძალიან განმუხტა სიტუაცია, როდესაც მან მძიმე ტექნიკის კადრები ნახა და იქ ცოტა დაიძაბა სიტუაცია. არანაირი ძალადობა არ ყოფილა, თვითონ გვითხრა თუ ვინ წავიდოდით მასთან ერთად.

ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ 3 მძევალი და გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალი იყო ამის სურვილი ჩვენვე გამოვხატეთ“, - აღნიშნა ლაშა შენგელიამ,

მისი თქმით საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა.

„თვითონაც არ იცოდა სად წასულიყო, აკვირდებოდა ვინმე მისდევდა თუ არა, მაგრამ ბატონი ავთო არწმუნებდა მას, რომ არავინ მისდევდა“, - დასძინა ლაშა შენგელიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

🔴შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

🔴მოვლენები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თავდამსხმელმა საღამოს საათებში მძევლები გაათავისუფლა, ფული აიღო და 3 ადამიანთან ერთად გაიქცა. საბოლოოდ კი ისინიც გაუშვა და მიიმალა.

🔴ამჟამად შსს საგამოძიებო სამუშაოებს ახორციელებს და გაქცეულ თავდამსხმელს ეძებს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში კვალის არევის მიზნით სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 „სნაიპერი თუ მის ლიკვიდაციას მოახდენდა, ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა“ - სამხედრო ბლოგერი

👉 ზუგდიდში ერთ-ერთ ბანკში მძევლები აიყვანეს

👉 შს მინისტრი: თავდამსხმელი მანქანიდან გადავიდა და მიიმალა