მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განიხილავენ თუ არა შაქარაშვილის საქმეს ნაფიცი მსაჯულები

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წარედგინათ

განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლლობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები წინასასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში 21 სექტემბერს არის ჩანიშნული.

სხდომაზე სრულწლოვანი ბრალდებულები მოსამართლეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას გააცნობენ.

სასამართლო პროცესი 17:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათგან 12-ს გამოძიება ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.