მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ლოგო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ. დამნაშავედ ცნო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება „3,4“ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა).

ასევე დადგინდა, რომ ს.ბ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას“.

სამართალდამცველებმა ს.ბ. 2019 წლის 24 დეკემბერს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.