მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურამიშვილზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

არ გადაკვეთო

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.