მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი არასდროს ყოფილა

ბასილაშვილის ადვოკატი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, სპორტსმენის მიმართ შემაკავებელი ორდერი არასდროს ყოფილა გამოწერილი და ეს არის დეზინფორმაცია, რომელსაც ყოფილი მეუღლის მხარე მიზანმიმართულად ავრცელებს.

"ეს არის მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერი არასდროს გამოწერილი არ ყოფილა. ქალბატონმა ნეკა დოროყაშვილმა უჩივლა დედამთილს, თითქოს მან იძალადა ბავშვზე და დედამთილის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. შემდეგ ეს გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც ორდერი უკანონოდ ცნო ანუ გააუქმა",- აცხადებს ირმა ჭკადუა.

უფლებადამცველის თქმით, სპორტსმენს ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ პროვოკაციის საფრთხე არსებობდა.

დაცვის მხარე საქმის მასალებზე დეტალურ ინფორმაციას სპორტსმენისა და მისი ყოფილი მეუღლის შვილის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე არ ასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ედება ბრალი. მას წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, 100 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. სასამართლოში საქმის წარმოება გრძელდება.