მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი დასრულდა

იუსტიციის საბჭოს შენობა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 პირმა გამოთქვა.

„საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭო დატოვა.