სამართალი

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში
19:20 05.08
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება. ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის“ - თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში მყოფ მამას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - ა.გ.-ს და საქართველოში, ბიზნესსაქმიანობით დაკავებული მ.ყ.-სთვის ოჯახის წევრების გატაცების მუქარით, თანხის გამოძალვის ორგანიზება მოახდინეს.

„მიზნის მისაღწევად, 2020 წლის 1 ივნისს დაზარალებულ მ.ყ.-ს „კანონიერ ქურდის“ - თ.გ.-ს დავალებით, უცნობი პირი დაუკავშირდა და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფების სახელით, შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. მეორე დღეს კი დაზარალებულს „ქურდული სამყაროს“ წევრი ა.კ. დაუკავშირდა და წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებისა და „კანონიერი ქურდის“ თ.გ.-ს დახმარებით დაპირდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდა „კანონიერი ქურდი“ - თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი - გ.გ., რომლებიც თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ იერარქიაში მაღალი სტატუსის ხაზგასმით ცდილობდნენ მ.ყ.-ს დაშინებას, რათა მას ა.კ.-სთვის თანხა გადაეცა. 2020 წლის 12 ივნისს, დაზარალებულმა მ.ყ.-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი ა.კ.-ს გადასცა, რის შემდგომ სამართალდამცავებმა იგი დააკავეს.

2020 წლის 14 ივნისს ა.კ.-ს წარედგინა ბრალდება და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი განახლდა - ახალი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რ...
23:31 27.09
სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დ...
23:04 27.09
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდ...
22:25 27.09
„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის...
22:11 27.09
საფრანგეთის პრეზიდენტი 2020 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე:...
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყა...
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლი...
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმ...
Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ...
თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობი...
19:07 27.09
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა...
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხორ...