მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

კომპანია „ზეგ“-ის დირექტორის თამარ კობერიძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რას ეძებენ კობერიძის სახლში. ადგილზე იმყოფებიან კობერიძისა და კომპანიის უფლებადამცველები.

კომპანია „ზეგ“-ის იურისტი ქეთევან მირიანაშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების სახლების პირადი ჩხრეკა დღეს, 7 აგვისტოს დაიწყო. იურისტი მიმდინარე პროცესებს „ბაჩანას გამოძიებას“ უწოდებს.

„შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ვნახავთ განჩინებას, ჯერ არ მინახავს. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და კიდევ რა უნდათ, ნამდვილად არ ვიცი. ამასთანავე, მებადება კითხვა და მგონია, რომ ბაჩანა ლობჟანიძის მითითებებით, მინიშნებებით თუ აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებია. ასევე, მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოებთან, არის თუ არა ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა ჩატარებული და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები“, - აცხადებს იურისტი.

ცნობისთვის, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგ“-ში მუშაობდა. ბაჩალიაშვილმა კომპანია გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე დატოვა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებს.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.