მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი: არ ვიცით, ვინ ჩაიდინა დანაშაული

ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი აცხადებს, რომ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი უცნობია, ვინ ჩაიდინა დანაშაული.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

გარდა ამისა, დაპირისპირების დროს დაშავდნენ „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი, ასევე, პირველი არხის ოპერატორი. ამასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტიათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

„ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რათა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დადგინეს“,- აღნიშნა ლაშა გოგნიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მარნეულში მორიგი დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.