მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან თოფაძე კლინიკას ტოვებს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს.

კლინიკის დატოვების შემდეგ გახდება ცნობილი თუ როდის მისცემს ჩვენებას გამოძიებას. თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ აღნიშნა, საქმის მასალების გაცნობის შედეგად კონკრეტული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა იქნება.

„გავრცელებულ ვერსიას, თუ ვინ მიაყენა თავად ჟვანიას შესაბამისი დაზიანება, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გავეცნობით და გვქნება შესაძლებლობა, შესაბამისი კომენტარი გავაკეთოთ. რაც შეეხება თავად თოფაძეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ველოდებით, რომ მას დღე-დღეზე გაწერენ, რის შემდგომაც მასთან, სავარაუდოდ, დაიგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ანთაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ანთაძის დაჭრის ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიან (ბუსა) ჟვანია დააკავეს. ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მომხდარზე გამოძიება 19,108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7- დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.